Თეთრი, ვარდისფერი, მწვანრ და იისფერკანტიანი ლიზიანტუსების თაიგული — მსუბუქი, ჰაეროვანი და სიხარულით სავსე. ვარდისფერი შეფუთვა ოქროსფერი ხაზებით ყვავილების ფერად შეხამებას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. მათთვის, ვინც ჩვეულებრივ დღესაც განსაკუთრებულს ხდის.
Ვარდისფერი ბუჩქოვანი ვარდებისა და ჰაეროვანი პამპასის თაიგული ცისფერ შეფუთვაში. გაშლილი ყვავილებისა და პატარა კოკრების შეხამება კომპოზიციას ბუნებრივ ხიბლს ანიჭებს. საჩუქარი სიყვარულის გამოსახატად, თბილი მადლობისთვის ან ერთად გატარებული დღის გასალამაზებლად.
Თეთრი ლილიების, ვარდისფერი ბუჩქოვანი ვარდების, ლიზიანთუსისა და მწვანე ქრიზანთემების კომპოზიცია ევკალიპტის აქცენტებით. ვარდისფერი შეფუთვა და მაქმანიანი ბაფთა თაიგულს რომანტიკულ ხასიათს მატებს — საჩუქარი შეხვედრის მოლოდინისა და თბილი გრძნობების გამოსახატად.
Სამი ორფეროვანი ვარდის თაიგული ჰაეროვანი გიფსოფილითა და ევკალიპტის ფოთლებით. კრემისფერ ფურცლებს ვარდისფერი კიდეები გამოკვეთს, მსუბუქი შეფუთვა და ატლასის ბაფთა კი კომპოზიციას სიმსუბუქეს მატებს. პატარა ყურადღება საყვარელი ადამიანისთვის — მოსაკითხად, გასახარებლად ან მოულოდნელი ღიმილისთვის.
Კრემისფერი ვარდებისა და ვარდისფერი ეუსტომების თაიგული, ევკალიპტის მსუბუქი აქცენტებით. ფურცლების ტალღოვანი ფორმები და ვარდისფერი შეფუთვა კომპოზიციას რომანტიკულ ხასიათს სძენს. საჩუქარი სიყვარულის გამოსახატავად, წლისთავისთვის ან ერთად გატარებული განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად.
Ჟოლოსფერი და კრემისფერი ბუჩქოვანი ვარდების გამორჩეული შეხამება, ევკალიპტის ვერცხლისფერ-მწვანე ფოთლებით. თბილი ბეჟი შეფუთვა ყვავილების ფერებს გამოკვეთს და თაიგულს დახვეწილ იერს აძლევს. შესანიშნავი საჩუქარია დაბადების დღისთვის, რომანტიკული შეხვედრისთვის ან ყურადღებისა და სიყვარულის გამოსახატავად.
Ვარდისფერი და კრემისფერი ბუჩქოვანი ვარდების დიდი, მოცულობითი თაიგული, ჰაეროვან ვარდისფერ შეფუთვაში. მრავალრიცხოვანი კოკრები და გაშლილი ყვავილები ქმნის მდიდარ, რომანტიკულ კომპოზიციას — სიყვარულის გამოსახატად, წლისთავის აღსანიშნავად ან მოულოდნელი სიურპრიზისთვის, რომელიც დიდხანს დაამახსოვრდებათ.
Შთამბეჭდავი მოცულობის თაიგული 101 ვარდით, რომელშიც ვარდისფერი, კრემისფერი, იასამნისფერი და ორფეროვანი ვარდები ერთიანდება. ვარდისფერი შეფუთვა კომპოზიციას ჰარმონიულად ასრულებს და ყვავილების მრავალფეროვნებას გამოკვეთს. გამორჩეული საჩუქარი სიყვარულის გამოსახატავად, იუბილესთვის ან განსაკუთრებული სიურპრიზისთვის — როცა სათქმელი სიტყვებზე მეტია.
Ვარდისფერი ბუჩქოვანი ვარდებისა და იასამნისფერი გიფსოფილის ჰაეროვანი თაიგული, თეთრი შეფუთვითა და ატლასის ბაფთით. გაშლილი ყვავილები და პატარა კოკრები კომპოზიციას მოცულობასა და ცოცხალ ხასიათს მატებს — საჩუქარი სიყვარულის, მონატრებისა და თბილი ემოციების გამოსახატავად.
Თეთრი ლილიებისა და ჰაეროვანი გიფსოფილის დახვეწილი თაიგული, მწვანე ფოთლებითა და გაუშლელი კოკრებით. თეთრი შეფუთვა და ნაზი ბაფთა კომპოზიციას განსაკუთრებულ სინაზეს მატებს — სიყვარულის, მადლიერებისა და გულწრფელი ემოციების გამოსახატავად.
Მოცულობითი თაიგული ვარდისფერი და კრემისფერი ბუჩქოვანი ვარდებითა და ევკალიპტის ფოთლებით. მრავალფენიანი ვარდისფერი შეფუთვა და ატლასის ბაფთა კომპოზიციას საზეიმო იერს მატებს — შთამბეჭდავი საჩუქარი დაბადების დღისთვის, იუბილესთვის ან სიყვარულის გამოსახატავად.
-ვარდისფერი პიონისებრი და კრემისფერი ბუჩქოვანი ვარდების ნაზი თაიგული ევკალიპტის ტოტებით. პასტელური ფერები და ჰაეროვანი შეფუთვა რომანტიკულ განწყობას ქმნის — სიყვარულის გამოსახატად, მადლიერების ნიშნად ან უბრალოდ საყვარელი ადამიანის გასახარებლად.
Იასამნისფერი და კრემისფერი სპრეი ვქრდების კომპოზიცია ევკალიპტით არ დატოვებს გულგრილს არც ერთ ქალბატონს. ხასხასა და ნაზი ტონების შეხამება ჰაეროვანი შეფუთვით - საჩუქარი, რომელიც თქვენს გრძნობებს უსიტყვოდ გამოხატავს.
Ხასხასა ვარდისფერი ბუჩქოვანი ვარდების თაიგული ნაზი გიფსოფილით. უხვი ყვავილები და ჰაეროვანი შეფუთვა სადღესასწაულო განწყობას ქმნის — საყვარელი ადამიანის გასახარებლად, დაბადების დღის მისალოცად ან მოულოდნელი სიურპრიზისთვის.
Პიონისებრი ბუჩქოვანი ვარდების უხვი თაიგული, რომელშიც ხასხასა ჟოლოსფერ ყვავილებს ნაზი, მომწვანო-თეთრი ვარდები ერწყმის. მჭიდროდ შეკრული ყვავილები და პატარა კოკრები მომრგვალებულ, შთამბეჭდავ კომპოზიციას ქმნის — განსაკუთრებული დღის მისალოცად ან საყვარელი ადამიანის გასახარებლად.
-ვარდისფერი ბუჩქოვანი ვარდებისა და თეთრი, გვირილისებრი ქრიზანთემების დიდი, უხვი თაიგული. პატარა კოკრები და გაშლილი ყვავილები ცოცხალ, რომანტიკულ კომპოზიციას ქმნის, რომელსაც თეთრი შეფუთვა ჰაეროვნებას მატებს. შთამბეჭდავი საჩუქარი განსაკუთრებული მილოცვისთვის.
-ვარდისფერი პიონისებრი და თეთრი ბუჩქოვანი ვარდების დიდი თაიგული ევკალიპტის აქცენტებით. მრავალფურცლიანი ყვავილები და ნაზი კოკრები უხვ, მომრგვალებულ კომპოზიციას ქმნის. საჩუქარი, რომელიც განსაკუთრებულ მილოცვასაც უხდება და მოულოდნელად გამოხატულ სიყვარულსაც.
Შენთვის
გადახდის შესახებ ინფორმაცია
ონლაინ ვებგვერდზე
თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ თქვენი შეკვეთა ონლაინ ვებგვერდზე ნებისმიერი ბანკის ბარათით.გადახდის მეთოდები
